თეა გვასალიას „ამბობენ“-ს ემსგავსება წინასწარ საუბარი - დოლძეს იმედი აქვს, რომ მელია პირველივე ტურში გაიმარჯვებს

28.01.23 15:58
თეა გვასალიას „ამბობენ“-ს ემსგავსება წინასწარ საუბარი - დოლძეს იმედი აქვს, რომ მელია პირველივე ტურში გაიმარჯვებს

 „ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ბაჩო დოლიძის თქმით, არჩევნებზე აქტივობა საკმაოდ მაღალია.

ბაჩო დოლიძე იმედოვნებს,რომ „ნაციონალური მოძრაობის“ ამომრჩეველი არსებულ ვითარებას სწორად შეაფასებს, წინასწარ საუბარი კი არასერიოზულია. 

„ალბათ გახსოვთ თეა გვასალია გადაცემა „ამბობენ“. დაახლოებით, ამას ემსგავსება. ასეთი წინასწარი საუბარი ცოტა არასერიოზულია, იმიტომ, რომ ამ ყველაფრის გაკონტროლება ფიზიკურად შეუძლებელია - ვინ, როგორ დარეგისტრირდა, ვისი მომხრე ხმას ვის აძლევს. იმის გათვალისწინებით, რომ ეს ყველაფერი ფარულია და თვითდინებაც საკმაოდ მაღალია პროგნოზების გაკეთება აბსოლუტურად წარმოუდგენელია. შესაბამისად, ამ ყველაფრის გამორიცხვა, რა თქმა უნდა, ჩვენი მხრიდან სწორი არ იქნება, მაგრამ დაველოდოთ. მე იმედი მაქვს, რომ ნიკა მელია პირველივე ტურში გაიმარჯვებს“, -აღნიშნა დოლიძემ.

მსგავსი სიახლეები