მივმართავ ამომრჩეველს, ვისაც ცვლილებები სურს პარტიაში, მხარი დაუჭირეთ ხაბეიშვილს - ბეჟაშვილი
არჩევნები ენმ-ში - ლევან ბეჟაშვილი ამომრჩევლებს მოუწოდებს, თუ პარტიაში ცვლილები უნდათ, მაშნ ხაბეიშვილს დაუჭირონ მხარი.
ბეჟაშვილი ასევე დარწმუნებით ამბობს, რომ პირველივე ტურში უპირობო გამარჯვებული სწორედ ლევან ხაბეიშვილი გახდება.
ჩვენი წინასწარი სტატისტიკური მონაცემებით, სავარაუდოდ, პირველივე ტურში მოხდება გამარჯვებულის გამოვლენა. ჩვენი ანალიტიკრუი მასალის საფუძველზე, ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ პირველივე ტურში ლევან ხაბეიშვილი გაიმარჯვებს, თუმცა ეს არის მხოპლოდ და მხოლოდ პროგნოზი. გადაწყვეტილება ჩვენმა ამომრჩეველმა უნდა მიიღოს. ამიტომ, მოვუწევთ ყველა ამომრჩეველს, ვისაც ცვლილებები სურს ჩვენს პარტიაში, აქტიურად მხარი დაუჭიროს ლევან ხაბეიშვილს“, - ამბობს ბეჟაშვილი.