არ ვიცი, რატომ ხდება მერაბიშვილის დაცვა ამ სტატიასთან დაკავშირებით, ან რატომ უკავშირებს საკუთარ თავს - დოლიძე

28.01.23 16:17
არ ვიცი, რატომ ხდება მერაბიშვილის დაცვა ამ სტატიასთან დაკავშირებით, ან რატომ უკავშირებს საკუთარ თავს - დოლიძე

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ბაჩო დოლიძისთვის გაუგებარია, თუ რატომ უკავშირებს ვანო მერაბიშვილი საკუთარ თავს ამ სტატიას. 

დოლიძე ამბობს, რომ თავად მიხეილ სააკაშვილმა და არც თუ ისე დიდმა წრემ იცის, რეალურად რა მოხდა და სხვა ადამიანების მხრიდან ამაზე საუბარი, სწორი არ არის. 

„არ ვიცი, რატომ ხდება დაცვა ასე ვანო მერაბიშვილის ამ სტატიასთან დაკავშირებით. მე ვერ დავაკავშირე და თვითონ, რატომ უკავშირებს საკუთარ თავს, ცოტა გაუგებარია. ამ საკითხზე ყველაზე მეტი იცის თვითონ მიხეილ სააკაშვილმა და დარწმუნებული ვარ, რომ არცთუ ისე დიდი წრეა, ვინც რეალურად იცის რა როგორ მოხდა. ჩვენი, დანარჩენების მხრიდან ამაზე საუბარი არ მგონია, სწორი იყოს“, - განაცხადა ბაჩო დილიძემ.

საქართველოს მესამე პრეზიდენტმა გერმანულ გამოცემა "შპიგელს" სკანდალური ინტერვიუ მისცა.

მიხეილ სააკაშვილი ნანობს, რომ სანდრო გირგვლიანის საქმის გამო ვანო მერაბიშვილი თანამდებობიდან არ გაათავისუფლა. ინტერვიუ, რომელიც წერილობით შედგა, ხმაურიანი აღმოჩნდა. მიხეილ სააკაშვილი არ გამორიცხავს, რომ ადამიანები, ვინც 2021 წელს საქართველოში მისი ჩამოყვანის პროცესში იყვნენ ჩართულები, რუსეთის ჩანერგილი აგენტები იყვნენ. სააკაშვილის ამ ინტევრიუს გამოქვეყნების შემდეგ გავრცელდა ვანო მერაბიშვილის წერილიც.

მსგავსი სიახლეები