ქალბატონო პრეზიდენტო, დრო აღარ იცდის, სააკაშვილი ძალიან დამძიმდა - სოფო ჯაფარიძე
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი სოფო ჯაფარიძე „ვივა მედის“ კლინიკური დირექტორის განცხადებას ეხმაურება და სალომე ზურაბიშვილს მიმართავს, რომ შეიწყალოს მესამე პრეზიდენტი.
სოფო ჯაფარიძის თქმით, თავად "ვივა მედიც" კი აღიარებს უკვე სააკაშვილის დამძიმებულ მდგომარეობას, ამიტომაც საქართველოს პრეზიდენტს მიმართავს საქართველოს ისტორიას ნუ დაამახინჯებს და ნუ დაუკარგავს საქართველოს სამუდამოდ ევროპულ პერსპექტივას.
დღეს ყველამ მოვისმინეთ „ვივა მედის“კლინიკური დირექტორის განცხადება, რომ უკიდურესად დამძიმდა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა. დრო უბრალოდ აღარ იცდის. ყოველ წუთს აქვს მისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა. მივმართავ სალომე ზურაბიშვილს, მივმართავ ათი ათასობით მოქალაქის სახელით, რომლითაც პირადად ვესაუბრე, მასტან შევიტანეთ ატასობით ჩვენი მოქალაქის წერილი, შევიტანეთ ემიგრანტების წერილებიც. საქართველოს პრეზიდენტს მივმარტთავ ემიგრანტების სახელით, მივმართავ ათასობით ჩვენი ჯარისკაცის სახელით, ვართ ძალიან აღელვებულები, რადგან სულ უფრო მძიმდება მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა. დღეს სხვა არაფრის დრო არ არის. უნდა გადავარჩინოთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე. ქალბატონო სალომე, ნუ მოკლავთ მესამე პრეზიდენტს, ნუ დაამახინჯებთ საქართველოს ისტორიას და ნუ დაგვიკარგავთ სამუდამოდ ევროპულ პერსპექტივას. გადაარჩინეთ მიხეილ სააკაშვილი და მიირეთ გადაწყვეტილება, რომლის მიღების ბერკეტიც თქვენ გაქვთ", - ამბობს სოფო ჯაფარიძე.
"ვივა მედის" კლინიკურმა დირექტორმა ზურაბ ჩხაიძემ სააკაშვილის ოჯახს მოუწოდა და უთხრა, რომ სააკაშვილი დაარწმუნონ, რომ ჭამოს, თორემ შესაძლოა, ფატალური შედეგი დადგეს.