მეორე ტური არ იქნება, "ნაციონალურ მოძრაობას" დასაკარგი დრო არ აქვს - ლევან ხებეიშვილი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარეობის კანდიდატი, ლევან ხაბეიშვილი ამბობს, რომ ენმ-ში არჩევნების მეორე ტური არ იქნება.
მისი თქმით, ამ დროისთვის, 51%-ზე მეტმა რეგისტრირებულმა მისი ხმა დააფიქსირა უკვე.
მე მინდა ვუთხრა საზოგადოებას, რომ არანაირი მეორე ტურები "ნაციონალურ მოძრაობაში" არ იქნება, "ნაციონალურ მოძრაობას" დასაკარგი დრო არ აქვს, ისედაც ბევრი დავკარგეთ ჩვენდა სამწუხაროდ, მათ შორის ნოემბრიდან მოყოლებული სამი თვის განმავლობაში, კარგი იქნებოდა, რომ უფრო სწრაფად დაგვემთავრებინა ეს პროცესი. მაგრამ ახლა მე მინდა დარჩენილ 49%-ს მოვუწოდო, მიიღეთ მონაწილეობა და გახდით ცვლილებების თანამონაწილე," - აცხადებს ლევან ხაბეიშვილი.