ნიკა მელია ამნისტიას არ დათანხმდება - ანზორ მელია

05.05.21 11:17
ნიკა მელია ამნისტიას არ დათანხმდება - ანზორ მელია

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის მამა, ანზორ მელია, "ტვ პირველთან" ამბობს, რომ ნიკა მელია  ამნისტიით გამოსვლას არ დათანხმდება.

მელიას მამა ,,ქართული ოცნების" მიერ ინიცირებულ ამნისტიის კანონს ეხმიანება , რომლის მიხედვითაც, ამნისტია არ შეეხება მათ, ვინც უარს აცხადებს ამნისტიის გავრცელებაზე.

ნიკა ამნისტიით გამოსვლას არ დათანხმდება. მეც, როგორც მშობელი, ვამბობ, რომ ჯობია, ციხეში იჯდეს და მოიხადოს ის სასჯელი, რასაც ეს კაცთმოძულე მთავრობა მიუსჯის. ეს მთავრობა გაჩაჩანაკებულ ნიკა მელიას ვერ ნახავს. ის ვაჟკაცია. 

ამ მთავრობას რუსეთის იმედი აქვს, მაგრამ ნიკა მელიას ციხეში ყოფნის ყოველი დღე მათი დასასრულია. ,,ოცნებამ" კარგად იცის, რომ ციხეში ვაია, გამოვა და ვუი, ამიტომ ყველაფერს კადრულობენ"- უთხრა "ტვ პირველს" ანზორ მელიამ. 

 

მსგავსი სიახლეები