შესაძლოა, ორშაბათს უკვე 65 კილო იყოს - რა უთხრა ექიმმა მიხეილ სააკაშვილის დედას

28.01.23 20:23
შესაძლოა, ორშაბათს უკვე 65 კილო იყოს - რა უთხრა ექიმმა მიხეილ სააკაშვილის დედას

საქართველოს მესამე პრეზიდენტის დედა შიშობს, რომ შეუქცევადი პრპცესები ძალიან სწარაფად დაიწყოს. როგორც გიული ალასანიამ "ტვ პირველს" განუცხადა, "ვივა-მედის" კლინიკურმა დირექტორმა მას უთხრა, რომ მიხეილ სააკაშვილი შესაძლოა, ორშაბათს უკვე 65 კილო იყოს. 

"ვერ ჭამს, იმ კალორიებს ვერ იღებს რაც ეკუთვნის ამ სიმაღლის და მონაცემების ადამიანს. ბატონმა ზურამ (ჩხაიძემ) თქვა, რომ დღეს 69 კგ. იყო, ხვალ შეიძლება 67 კილოგრამი იყოს, ზეგ კი 65. ექიმებს აქვთ ეს  პასუხისმგებლობა და შიში, რომ ძალიან სწრაფად წავიოდეს შეუქცევადი პროცესები. მიხეილ სააკაშვილი ნამდვილად გადაადგილდება ეტლით. ვერ ჭამს იმიტომ რომ მოწამლულია და ეს მძიმე მეტალები მის ორგანიზმშია და მისი გამოდენა არ მომხდარა"- აცხადებს გიული ალასანია. 

ბოლო ინფორმაცია საქართველოს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის შესახებ გაიგეთ, ნანუკა ქაჯაიას ჩართვიდან 

 

მსგავსი სიახლეები