ვინ არის პარლამენტარი, რომელიც ენმ-ს წევრი არ არის, თუმცა შიდა არჩევნებში მონაწილეობას ცდილობდა

28.01.23 20:40
ვინ არის პარლამენტარი, რომელიც ენმ-ს წევრი არ არის, თუმცა შიდა არჩევნებში მონაწილეობას ცდილობდა

ვინ არის საქართველოს პარლამენტის წევრი, რომელიც ნაციონალური მოძრაობის წევრი არ არის, თუმცა შიდა არჩევნებში მონაწილეობას ცდილობდა. 

"ნოდარ მელაძის შაბათის" ინფორმაციით, ის "გირჩის" წევრი ვახტანგ მეგრელიშვილია. ფაქტი "ტვ პირველს" თავად დეპუტატმაც დაუდასტურა. 

მეგრელიშვილი ამბობს, რომ აინტერესებდა, ყალბდებოდა თუ არა "ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნები, თუმცა ის ფილტრის ჯგუფმა ამოაგდო. 

ვცადე დარეგისტრირება, თუმცა ვერ შევძელი. ფილტრის ჯგუფი ვერ გავიარე. მაინტერესებდა, რამდენად შეიძლება არჩევნების გაყალბება ნაციონალურ მოძრაობაში. ერთგვარი ექსპერიმენტი ჩავატარე"- თქვა მან. 

"ნაციონალური მოძრაობის" მედიასთან ურთიერთობის მდივანი გიორგი პატარაია ამბობს, რომ არჩევნებში დაწყებაში ხარვეზი არ ყოფილა, უბრალოდ ფილტრის დაყენებას ჰქონდა ადგილი და სწორედ ამიტომ დაიწყო არჩევნები 40 წუთის დაგვიანებით. 

პატარაია, კობა ნაყოფიას მსგავსად ამბობს, რომ სიაში რამდენიმე პოლიტიკოსი იყო დარეგისტრირებული, რომლებიც "ნაციონალური მძრაობიდან" არ ყოფილან. 

"ერთიან ნაციონალური მოძრაობაში" ამბობენ, რომ პარტიის თავმჯდომარეობის არჩევნებზე 49 638 ადამიანი დაიშვა. ხმის მიცემამდე ყველა ამომრჩევლის იდენტიფიცირება მოხდა და სიიდან 118 ადამიანი ამოიღეს.

ენმ-ში თქვეს, რომ ხმის მისაცემად დარეგისტრირებული იყვნენ სხვა პარტიის დეპუტატებიც.

მსგავსი სიახლეები