ბოლო მონაცემებით, "ნაციონალური მოძრაობის" შიდა არჩევნებში 31124 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა
ამ წუთის მდგომარეობით "ნაციონალური მოძრაობის" შიდა არჩევნებში 31124 ადამიანმა მიიღო მონაწილეობა.
როგორც კობა ნაყოფიამ რამდენიმე წუთის წინ გამართულ ბრიფინგზე თქვა, აქტივობა მაღალია. მისი თქმით, ქოლცენტრში 300 ზარამდეა შესული ტექნიკურ ხარვეზებზე.
აქტივობა არის ძალიან მაღალი. ბოლო მონაცემით, გაფილტვრის ჯგუფის მუშობის შემდეგ ეტაპზე დარეგისტრირდა 49 638 ადამიანი და აქედან 31 124 ადამიანმა უკვე მიიღო მონაწილეობა. დღის განმავლობაში მუშაობდა 24 საათის რეჟიმში ენმ-ს ქოლ-ცენტრი. დაახლოებით 300 ზარამდე არის ტექნიკური ხასიათის ხარვეზები. კენჭისყრა დასრულდება 30 იანვარს 9:00 საათზე, ამიტომ მოვუწოდებ ყველა ჩვენს მხარდამჭერს იაქტიურონ, დრო არის, მიიღონ მონაწილეობა ამ არჩევნებში. მინდა ყველას ვთხოვო, რომ არ გააგზავნონ თავისი კოდი, რაც შეტყობინების საშუალებით მისდით, რადგან არ მოხდეს სხვა ადამიანის მხრიდან მისი გამოყენება" - ამბობს ნაყოფია