მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები "ვივა-მედში" გასვლითი სხდომის ჩატარებას ითხოვენ

29.01.23 11:14
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები "ვივა-მედში" გასვლითი სხდომის ჩატარებას ითხოვენ

მიხეილ სააკაშვილის ადვოკატები "ვივა-მედში" გასვლითი სხდომის ჩატარებას ითხოვენ.  ვალერი გელბახიანის თქმით, მართებული იქნება, თუ პროცესი მესამე პრეზიდენტის თანდასწრებით ჩატარდება.

ამასთან, ინტერესების დამცველი პირდაპირ ამბობს, რომ კლინიკა "ვივა-მედში" მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლე საფრთხეშია, რადგან გამორიცხული არ არის, რომელირაც კონკრეტული ჯგუფი გამიზნულად მოქმედებდეს. 

ასეთი ტიპის განცხადებები თავისთავად მეტყველებს იმაზე, რომ სააკაშვილის სიცოცხლე ვის ხელშიც არის, ძალიან დიდ საფრთხეს შეიცავს იმისას, რომ გამიზნულად მოქმედებს რაღაც კორპუსი, რაღაც ჯგუფი, ჩემთვის ეს უცნობია, რომ სწორედ ის შედეგი დადგეს, სააკაშვილის სიცოცხლე დამთავრდეს კატასტროფით. აცხადებენ, რომ არ მოდის ბრალდებული სხდომაზე და არსებობს ამის ობიექტური გარემოება. ხომ შეიძლება, რომ ის სასამართლო, რომელიც დღეს ამ შუამდგომლობას იხილავს, ადვოკატებთან ერთად მივიდეს იქ, სადაც წევს სააკაშვილი და მისი თანდასწრებით გავაგრძელოთ განხილვა შუამდგომლობის?, - ამბობს გელბახიანი. 

მსგავსი სიახლეები