ენმ-ს არჩევნების მეორე დღე - რას ამბობენ მხარეები
"ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა პარტიული არჩევნების მეორე დღეა. მხარდამჭერთა ნახევარზე მეტმა საკუთარი არჩევანი უკვე დააფიქსირა. ბოლო ცნობებით, სასურველ კანდიდატს ხმა 34 ათასზე მეტმა დარეგისტრირებულმა მისცა. საარჩევნო პროცესს შეუერთდნენ ემიგრანტებიც.
მიუხედავად იმისა, რომ არჩევნები ჯერ არ დასრულება, ლევან ხაბეიშვილის ფლანგმა თავი გამარჯვებულად უკვე გამოაცხადა.
34 ათასზე მეტმა ამომრჩეველმა გამოხატა საკუთარი პოზიცია. ჩვენი შტაბი მუშაობს, არჩევნები არის ციფრები და გვაქვს ზუსტი ინფორმაცია შტაბიდან, რომ ლევან ხაბეიშვილის 21 ათასზე მეტმა გულშემატკივარმა უკვე დააფიქსირა თავისი პოზიცია და დამოკიდებულება და მხარი დაუჭირა რევოლუციურ ცვლილებებს ენმ-ში ქვეყნის ყველა დონზე. რა თქმა უნდა, ეს არჩევნები დღესაც წარიმართება მშვიდად, თავისუფლად. არის გამოწვევები, არის ხარვეზები, - ამბობს ლაშა ფარულავა.
ნიკა მელიას თანამოაზრეები კი ირწმუნებიან, რომ შეუძლებელია ხაბეიშვილის ფლანდგი წინასწარ შედეგებთან დაკავშირეით რაიმე იფნრომაციას ფლობდეს.
ბევრმა ადამიანმა გამოხატა თავისი ნება. მოგეხსენებათ, 50 ათასმდე პირია დარეგირსტრირებული. წინასწარ საუბრები, რომ გარკვეულ ინფორმაციას ფლობს რომელიმე შტაბი, რომ აი, აპრიორი მას მისცეს ხმა, მის კანდიდატს მისცეს ხმა, ვფიქრობ, რომ ცოტა არასერიოზულია, იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ ხმის მიცემა ნამდვილად არის ფარული, ჩვენ არ ვფლობთ ინფორმაციას არათუ ვინ ვის მისცა ხმა ამის შესახებ, არამედ ზოგადად, იმის შესახებაც ვინ მისცა ხმა უკვე და ვის არ მიუცია ჯერ ხმა, - ამბობს ნინო კვიტაიშვილი.
ენმ-ს მხარადმჭერებს ხმის მისაცემად ვადა ხვალ დილის 10:00 საათამდე აქვთ. საბოლოო შედეგები კი ცნობილი ხვალ 12:00 საათზე გახდება.