ენმ-ს არჩევნების ლეგიტიმაცია, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს

29.01.23 13:53
ენმ-ს არჩევნების ლეგიტიმაცია, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს

ენმ-ს არჩევნების ლეგიტიმაცია, შესაძლოა, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს.  კომისიის წევრი ალექსანდრე მილორავა იმ ხარვეზებზე საუბრობს, რომლებიც ამომრჩევლებს ხმის მიცემის პროცესში შეექმნათ.

ოპოზიციის წევრი პირდაპირ ამბობს, რომ ამ ფაქტებმა შესაძლოა, არჩევნების შედეგებზე გავლენა იქონიონ. 

იყო ერთეული შემთხვევები, როდესაც ამომრჩევლები შევიდნენ ხმის მისაცემად და მათ კონკრეტული დრო დაუწერეს, რომ თითქოს ჰქონდათ უკვე ხმა მიცემული, მაგრამ ეს ადამიანები, რეალურად, მანამდე საერთოდ საარჩევნო ბმულზე არ გადასულან. ასევე, იყო შემთხვევები, როდესაც დაიწყეს ხმის მიცემის პროცესი და არ მიეცათ მათ არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა და პირდაპირ სისტემამ დაუწერა, რომ არჩევანი გაკეთებულია. საჭიროა, რომ აუცილებლად უმოკლეს დროში გამოსწორდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არჩევნების დასრულების შემდეგ შეიძლება გახდეს ის მტკიცებულებები, რომლემბმაც ზეგავლენა მოახდინონ არჩევნების შედეგებზე, - თქვა მილორავამ. 

მსგავსი სიახლეები