"ნუ დაემსგავსებით "ქართულ ოცნებას" - ლაშა ფარულავა მელიას ფლანგს

29.01.23 13:54
"ნუ დაემსგავსებით "ქართულ ოცნებას" - ლაშა ფარულავა მელიას ფლანგს

ლევან ხაბეიშვილის თანამოაზრე ლაშა ფარულავა არ გამორიცხავს, რომ ნიკა მელიას ფლანგი არჩევნების დელეგიტიმაციას ცდილობსდეს, რადგან წინდაწინ, ცხადია, რომ აგებენ.

ფარულავა კონკურენტებს ურჩევს, ნუ დაემსგავსებიან "ქართულ ოცნებას", რომლის ხელწერაც სწორედ არცევნების გაყალბებაა. 

34 ათასმა ამომრჩეველმა უკვე შეძლო ხმის მიცემას. 4 ათასამდე ადამიანმა ვერ დაასრულა ხმის მიცემის პროცედურა. ლიგიტიმაციაზე როცა ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია, გავითვალისწინოთ პრობლემები. პრობლემები რა არის? ანუ ტექნიკური ხარვეზები. ტექნიკური ხარვეზები საოპერაციო მართვის თვალსაზრისით დაიძლევა და ის, თუ ახლა ვიღაცა აგებდეს და უნდა, რომ მოლოდინი შექმნას , რომ არჩევნები გაყალბდა. „ნაციონალურ მოძრაობაში“ სიყალბეს ადგილი არ აქვს. სიყალბე არის „ქართული ოცნების“ იდენტობა ბოლო წლების განმავლობაში. თუ ვინმე არჩევნებს ვინმე აყალბებს და ფალსიფიცირებას ახდენს შედეგების, ეს არის „ქართული ოცნება“ და ყველას მოვუწოდებ, რომ არ დაემსგავსონ „ქართულ ოცნებას“, - თქვა ფარულავამ. 
 

მსგავსი სიახლეები