ამ წუთისთვის ხაბეიშვილი დამაჯერებლად იგებს - დიმიტრი შაშკინი
ნმ-ს წევრი დიმიტრი შაშკინი დარწმუნებულია, რომ ლევან ხაბეიშვილი ენმ-ს არჩევნებშ პირველივე ტურში გაიმარჯვებს. მისი თქმით, ამის საფუძველს მას კვლევები და რაიონული ორგანიზაციებიდან მიწოდებული ინფორმაციები აძლევს.
უკვე 35 ათასზე მეტმა პარტიის წერვმა გამოხატა თავისი პოზიცია, მიიღო არჩევნებშ მოანწილეობა, რაც არის 70%-ზე მეტი საერთო ოდენობის. ანუ აქტიურობა არის ძალიან მაღალი, რაც მეტყველებს იმაზე, რომ პარტიის წევრებს უნდათ ცვლილება, პარტიის წევრებს უდნათ, რომ პარტია უძრაობიდან გადავიდეს მოძრაობაზეა. ამ წუთისთვის ხაბეიშვილი იგებს დამაჯერებლად პირველივე ტურში. ეს ეყრდნობა იმ მონაცემებს, რაც ჩვენ გვაქვს რაიონული ორგანიზაციებიდან, რაც გვაქვს კვლევებიდან გამომდინარე და მე დარმწუნებული ვარ, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ ეყოლება ახალი თავმჯდომარე, ახალი თავმდჯომარე პირველივე ტურში, თავმჯდომარე, რომელიც იზრუნებს, პირველ რიგში, მიხეილ სააკაშვილის გადაყვანაზე საზღვარგარეთ სამკურნალოდ, - თქვა შაშკინმა.