სააკაშვილის დამძიმებული მდგომარეობა - "ემპათიაში" საგანგებო კონსულტაციები იმართება
საგანგებო კონსულტაციები ცენტრ "ემპათიაში" - მიხეილ სააკაშვილის პროცესამდე ერთი დღით ადრე მარიამ ჯიშკარიანმა სამედიცინო კონსილიუმი მოიწვია. ექიმებმა სააკაშვილის დამძიმებულ მდგომარეობაზე უნდა იმსჯელონ.
ხვალ გამოიკითხება ჩვენი 4 ექსპერტი, მათ შორის, ერთი გერმანიიდან. უნდა დავუკავშირდეთ მას და შევუთანხმდეთ დროსთან დაკავშირებით და ასევე, წარდგენილი იქნება სასამართლოშ ცენტრ „ემპათიის“ დასკვნის დამატებითი დასკვნა. რაც შეეხება სამხარაულის დაკსვნას, ეს დასკვნა იწვევს ძალიან ბევრი მიმართულებით ძალიან ბევრ ეჭვს, შეიცავს ყალბს ინფორმაციას, - ამბობს მარიამ ჯიშკარიანი.
კოსნილიუმის წევრი ექიმი ლალი ჯავაშვილი "პირველებთან" ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში სასწრაფოდ უნდა გადაიყვანონ. მედიკოსის შეფასებით, პაციენტი პრეზიდენტის ჯანმრთელობის დინამიკა უარესდება. მისი თქმით, სააკაშილის კვალიფიციური მკურნალობა და რეაბილიტაცია სჭირდება, სხვა შემთხვევაში ფატალური შედეგი გარანტირებულია.
ჯავაშვილი ხვალ სასამართლოს ჩვენებასაც მისცემს.
ის, რაც დღეს ბატონი პრეიზნდეტის ტავს ხდება, არის, პრაქტიკულად, შედეგი იმ მწვავე თუ ქრონიკული ინტოქსიკაციის, რომელიც მას დღემდე გააჩნია, - ამბობს ჯავაშვილი.
შეგახსენებთ, რომ მიხეილ სააკაშვილის მორიგი სასამართლო პროცესი ხვალ, 30 იანვარს 11:00 საათზეა ჩანიშნული.