ხაბეიშვილი ამომრჩევლის ხმებით მანიპულირებს - გიორგი პატარაია
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, გიორგი პატარაია ლევან ხაბეიშვილს ამომრჩევლის ხმებით მანიპულაციაში ამხელს. ირკვევა, რომ ხაბეიშვილის მიერ გასაჯაროვებელი ცხელი ხაზის ნომერი, არა ენმ-ს, არამედ ხაბეიშვილის შტაბის ნომერია.
პატარაიას თქმით, ამომრჩევლებს, ვინც იქ რეკავდა, ეუბნებოდნენ, რომ მხარი სწორედ ლევან ხაბეიშვილისთვის დაეჭირათ.
გუშინ ბატონმა ხაბეიშვილმა გაასაჯაროვა თითქოს „ნაციონალური მოძრაობის“ცხელი ხაზი. ეს არ გახლავთ ენმს- ცხელი ხაზი, ეს არის ლევან ხაბეიშვილის, მისი შტაბის ცხელი ხაზი და ფიქსირდება,ს ამწუხაროდ, სი პროცესები, როდესაც ადამიანები ვერ გადიან ვერიფიკაციას, ურეკავენ და ამ ცხელ ხაზზე აძლევენ ინსტრუქციას, რომ მისცენ ლევან ხაბეიშვილს ხმა. ეს სამწუხაროა და მანიპულაციაა ამომრჩევლის ხმების, - ამბობს პატარაია.