შესაძლოა, არჩევნების დროში გახანგძლივების საკითხი დავაყენოთ - მილორავა
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ალექსანდრე მილორავა შიდა პატიული არცევნების პროცესის რამდენიმე დღით გახანგრძლივებას არ გამორიცხავს. მისი თქმით, მნიშვნელოვანია, ხმის მიცემა ამომრჩევლის იმ 10%-საც მიეცეს, რომელსაც ამ პროცესში პრობლემა შეექმნა.
თუ ის 10%, რომელიც დღემდე არის გაურკვეველი, მისცემს თუ არა ხმას და ვერ შეძლებს ამ პროცედურის დასრულებას, მაშინ ეს არჩევნები ვერ გამოცხადდება შემდგარად. აქედან გამომდინარე, ჩვენ დავაყენებთ საკითხს, რომ არჩევნები გახანგრძლივდეს დროში და ყველა რეგისტრირებულ პირს მიეცეს არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა, - თქვა მილორავამ.