"არავითარი ნდობა არ მაქვს" - ალასანია სამხარაულის ექსპერტებზე

29.01.23 17:22
"არავითარი ნდობა არ მაქვს" - ალასანია სამხარაულის ექსპერტებზე

შალვა ხაჭაპურიძის სკანდალურ განცხადებას, რომელმაც სამხარაულის ეროვნული ბიუროს ექსპერტებს უნდობლობა გამოუცხადა, გიული ალასანიაც ეხმიანება.

ადვოკატის მსგავსად, მიხეილ სააკაშვილის დედაც ამბობს, რომ იმ ექსპერტების დასკვნის ნდობა, რომლებიც ვალერი გელაშვილის საქმეშიც მონაწილეობდნენ, არ შეიძლება.

ამასთან, ალასანია შვილის მძიმე მდგომარეობაზეც საუბრობს და ამბობს, რომ ექიმებს მისი მკურნალობა, პირველ რიგსი, დეტოქსიკაციით უდანდ აეწყოთ. 

მე ეს დეტალები არ ვიცოდი, ახლა გავიგე და მითუმეტეს განმიმტკიცდა ის შეხედულება, რომელიც მანამდეც გამიჩნდა. არავითარი ნდობა. ე.ი. დასკვნაზე დაწერილი დასკვნა რას ნიშნავს? დიაგნოზების დასმა მესმის, როდესაც თვითონ ექიმი იღებს მონაწილეობას პაციენტის გასინჯვაში. კატეგორიულად არ უნდათ აღიარონ ექიმებმა ის, რომ ძირითადი მიზეზი მისი ასეთ მძმე მდგომარეობაში ყოფნის, არის ის, რომ ადამიანი არის მოწამლული, მის ორგანიზმში არის მძმე მეტალები და პირველ რიგში, მისი მკურნალობა რაღაც გადასხმებით უნდა დაიწყონ, უნდა დაეწყოთ დეტოქსიკაციით, - ამბობს ალასანია.   

მსგავსი სიახლეები