მელია თუ ხაბეიშვილი - როგორ მიმდინარეობს არჩევნები ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში

29.01.23 20:09
მელია თუ ხაბეიშვილი - როგორ მიმდინარეობს არჩევნები ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში

ნიკა მელია თუ ლევან ხაბეიშვილი - არჩევნების წინასწარი შედეგების გამოცხადებამდე 14 საათი რჩება. ხვალ 10:00 საათზე გახდება ცნობილი რჩება მელია ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარედ თუ მას ლევან ხაბეიშვილი ჩაანაცვლებს.

ხაბეიშვილისს მომხრეები გამარჯვებას უკვე ზეიმობენ. ამტკიცებენ, რომ მინიმუმ 21 ათასი ხმა უკვე მათია. 

შიდა არრჩევნები უპრეცენდენტოდ მაღალი აქტივობით მიმდინარეობს!. ექვსი საათის მონაცემებით, ბლოკჩეინის ტექნოლოგიით საკუთარი ხმა თითქმის 38 ათასმა  ამომრჩეველმა დააფიქსირა. ეს საერთო ამომრჩევლის დაახლოებით 76%-ია. 

ამის მიუხედავად,  იყო ხარვეზებიც. 4ათასამდე ადამიანს უნიკალური კოდი არ მიუვიდა, რომ სასურველი კანდიდატი აერჩია.

უფრო ვრცლად ენმ-ს შიდა პარტიული არჩევნების შესახებ ნახეთ ლიზა ლასარეიშვილის რეპორტაჟში. 

 

 

მსგავსი სიახლეები