"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, მან ხმების 52,58% მიიღო, ანუ 21 656-მა ამონრჩეველმა დაუჭირა მხარი.
შედეგები ენმ-ს საარჩევნმო კომისიის თავმჯდომარემ, კობა ნაყოფიამ გამოაცხადა.
"მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანება - "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარედ არჩეულია ლევან ხაბეიშვილი" - თქვა მან საგანგებო ბრიფინგზე.
კანდიდატებს შორის ხმები ასე გადანაწილდა:
- ნონა მამულაშვილი - 3.33%; (1 537 ხმა)
- ნიკა მელია - 40% (16 476 ხმა)
- გიორგი მუმლაძე - 3.68% (1 516 ხმა)
ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში არჩევნები 28-29 იანვარს ე.წ. ბლოკჩეინ სისტემით ტარდებოდა.
არჩევნებში მონაწილეობა 41 264 ადამიანმა მიიღო.
ენმ-ს შიდა არჩევნებში მონაწილეობას 4 კანდიდატი - ნიკა მელია, ლევან ხაბეიშვილი, ნონა მამულაშვილი და გიორგი მუმლაძე იღებდნენ.