კობახიძის იდეაა, რომ ამნისტია არ შეეხოს მას, ვინც თანახმა არაა - სამადაშვილი

05.05.21 11:10
კობახიძის იდეაა, რომ ამნისტია არ შეეხოს მას, ვინც თანახმა არაა - სამადაშვილი

"ქართული ოცნების" მიერ მომზადებული ამნისტიის კანონპროექტი - "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრი, სალომე სამადაშვილი, "ტვ პირველთან" ამბობს, რომ უცხოელი მედიატორების ორგანიზებით გამართულ შეხვედრებზე პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, ითხოვდა, ამნისტიის კანონში ჩაწერილიყო მუხლი, რომლის მიხედვითაც თუ მსჯავრდებულს არ ენდომებოდა ამნისტია, მას ამნისტია არ შეხებოდა. 

 კობახიძე იყო, ის ვინც გვაუწყებდა, რომ ამნისტია არ შეიძლება შეეხოს ადამიანს, თუ ის თანახმა არ არის, რაც აბსურდია, სამართლებრივი "ნონსენსი" და ბატონ კობახიძეს, რომელსაც თავი მოაქვს მუდმივად საკუთარი იურიდიული განათლებით, მე მგონი, უბრალოდ უხერხულ ია მსგავსი იდეების ტირაჟირება", - ამბობს სამადაშვილი. 

მისი თქმით ხელისუფლება შარლ მიშელის დოკუმენტის ჩაშლას ცდილობს: 

ხელისუფლების მიზანია მიშელის ხელშეკრულების ჩაშლა. ისინი ყველანაირად ცდილობენ, გადადგან ისეთი ნაბიჯები, რომელიც საფრთხეს შეუქმნის შეთანხმების განხორციელებას. საქმე გვაქვს სამართლებრივ ნონსენსთან, იმიტომ რომ არც ერთ სხვა შემთხვევაში, როცა ამნისტიაა გამოცხადებული, ბრალდებულის თანხმობა მოთხოვნილი არ არის" - აცხადებს სალომე სამადაშვილი. 

ქვეყანა ახალ პოლიტიკურ ჩიხში შევიდა. მთავარი ოპოზიციური პარტიის ლიდერის ციხიდან გამოშვება კიდევ უფრო ბუნდოვანი გახდა. ,,ქართული ოცნება" მელიასგან ისევ ბრალის აღიარებას ითხოვს.  ხელისუფლების მიერ ინიცირებული ამნისტიის კანონში ,,ოცნებამ" ეს მოთხოვნა პირდაპირ ჩაწერა. 

მსგავსი სიახლეები