კობა ნაყოფია ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმჯდომარეობისთვის აღარ იბრძოლებს
არ დავტოვებ პარტიას, ამის იმედი არავის ჰქონდეს - ამის შესახებ "ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს ხელმაძღვანელმა, კობა ნაყოფიამ განაცხადა.
მისი თქმით, დატოვებს თუ არა თანამდებობას, ამაზე მოგვიანებით ისაუბრებს:
არ დავტოვებ პარტიას, ამის იმედი არავის ჰქონდეს. რაც შეეხება ჩემს თანამდებობას, ამაზე მოგვიანებით მოგახსენებთ. პოლიტსაბჭოს არჩევნები მარტშია, ეს გეგმური არჩევნებია. მე არ მივიღებ მონაწილეობას. არა მგონია პარტია ორ ფლანგად გაიშაოს, ეს არის დიდი პარტია, ბუნებრივია , შეიძლეა გადანაცვლეები მოხდეს მმართველ რგოლში, რადგან ბუნებრივია, როცა ერთი კანდიდატი იმარჯვებს , მას მოჰყავს თავისი გუნდი"- ამბობს ნაყოფია.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, მან ხმების 52,58% მიიღო, ანუ 21 656-მა ამონრჩეველმა დაუჭირა მხარი.