ხვალ შეიძლება გვიანი იყოს - მიხეილ სააკაშვილის მამის საგანგებო მიმართვა
ხვალ შეიძლება გვიანი იყოს - მიხეილ სააკაშვილის მამა შვილის სასამართლო პროცესს პირადად ესწრება. ნიკოლოზ სააკაშვილს იმედი აქვს, რომ მოსამართლე გიორგი არევაძე ობიექტურ გადაწყვეტილებას მიიღებს.
ვუყურებ დღევანდელ სასამართლოს და საბოლოო გადაწყვეტილება იქნება მიღებული. იმედი მაქვს, რომ ჩემი საუბრებიდან და მიშას მომხრეების საუბრიდან გამომდინარე, არევაძე მაინც ასეა თუ ისე ნორმალურ გადაწყვეტილებას მიიღებს. დღეს თუ არ გადაწყდება ეს საქმე, ხვალ შეიძლება გვიანი იყოს. ამათ თავიათ თავზე უნდა იფიქრონ, გასაქცევი არსად არ ექნებათ, რამე რომ მოხდეს, ხალხის რისხვა დაატყდებათ ძალიან დიდი,- აცხადებს ნიკოლოზ სააკაშვილი.
მიხეილ სააკაშვილისთვის სასჯელის გადავადების, ან სასჯელისგან გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროცესი მიმდინარეობს.
სხდომას სააკაშვილი ვერც დისტანციურადაც არ ესწრება, მიზეზი უკიდურესად გაუარესებული მდგომარეობაა.