ჩვენ დავიწყებთ სააკაშვილის სიცოცხლისთვის ბრძოლას - ლაშა ფარულავა
არჩევნებში ლევან ხაბეიშვილის გამარჯვება „ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერების გამარჯვებაა - ამის შესახებ ლლაშა ფარულავამ განაცხადა.
მისი თქმით, ისინი დაიწყებენ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის ბრძოლას.
ჩვენ ვაცხადებდით, რომ 30 000 მხარდამჭერი გვყავდა. 21 000 დარეგისტრირდა. ლევან ხაბეიშვილმა პირველივე ტურში გაიმარჯვა. უპირატესობა არის მყარი და ლევან ხაბეიშვილი იქნება გარანტი „ნაციონალურ მოძრაობაში“ იმ დღის წესრიგის, რომელიც საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქეს ევროპული პერსპექტივის რეალიზებას მოუტანს და რაც მთავარია, ჩვენ დავიწყებთ მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლის, ჯანმრთელობისა და მისი ჰუმანიტარული მიზნით გადაყვანისთვის ბრძოლას. ეს გამარჯვება არის „ნაციონალური მოძრაობის“ ყველა მხარდამჭერის გამარჯვება. ეს არის პირველ რიგში, იმ პასუხისმგებლობის ერთიანობა, რაც კომისიაში იყო. მე მინდა კომისიის ყველა წევრს მადლობა გადავუხადო იმ შრომისთვის, რომელიც გასწიეს,- განაცხადა ლაშა ფარულავამ.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, მან ხმების 52,58% მიიღო, ანუ 21 656-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.