ნიკა მელია "ნაციონალური მოძრაობაში" რჩება
ნიკა მელია ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის" რიგებში რჩება. როგორც პოლიტიკოსმა საგანგებო ბრიფიმგზე თქვა, ის ბრძოლის ავანგარდში იქნება.
"პირველების" კითხვა, შეიძლება თუ არა პარტია მიხეილ სააკაშვილის ციხიდან შესაძლო დახსნის შემდეგ დატოვოს, ენმ-ს ჯერ კიდევ მოქმედი თავმჯდომარე უპასუხოდ დატოვა.
ამ ბრძოლაში გააზრებულად მივიღე გადაწყვეტილება და შემოვუერთდი ძალიან დიდ გუნდს 2013 წელს და ის მიზნები და ამოცანები, რომლის მიღწევა მსურდა 2013 წლიდან ჯერ არის მიუღწეველი და მიმაჩნია, რომ ქვეყანას კიდევ უფრო მეტი გამოწვევა აქვს დღეს, ვიდრე 2013 წელს და ამ რეალობაში, ბუნებრივია, მე ვრჩები ბრძოლაში, პარტიაში, რომელსაც ერთიანი ნაციონალური მოძრაობა ჰქვია, განსაკუთრებით მანამ, სანამ მიხეილ სააკაშვილი არის პირადი ტყვე რუსული რეჟიმისა, ამის შემდეგ, რა თქმა უნდა, ძალიან ბევრ ადამიანთან ერთად მივიღებ გადაწყვეტილებას, რა ხარისხით უნდა ვიყო ჩართული მომავალ პარტიულ საქმიანობაში" - განაცხადა მელიამ.