ვტოვებ საორგანიზაციო მდივნის პოზიციას - აკო მინაშვილი
"ნაციონალური მოძრაობის" წევრი, აკო მინაშვილი, პარტიის პოლიტიკური მდივნისა და პოლიტიკური საბჭოს თავჯდომარის მოადგილის თანამდებობებს ტოვებს. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ განაცხადა.
მინაშვილი ენმ-ს ახლადარჩეულ თავმჯდომარეს, ლევან ხაბეიშვილს, გამარჯვებას ულოცავს და ამბობს, რომ მმართველი რგოლი მან თავად უნდა დააკომპლექტოს.
ღირსეულად უნდა მოვიღოთ მოცემულობა რაც გვაქვს. ვულოცავთ ლევანს. ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნას არ ვაპირებ, გამარჯვებულს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, თავად დააკომპლექტოს მმართველი რგოლი. მე ვიკავებ საორგანიზაციო მდივნის პოზიციას, რომელსაც ვტოვებ. ვრჩებით პარტიაში, - ამბობს მინაშვილი.