ხაბეიშვილი ზუსტად გამოხატავს ,,ნაციონალების" დესტრუქციულ და კომიკურ სახეს - დავით მათიკაშვილი

30.01.23 12:56
ხაბეიშვილი ზუსტად გამოხატავს ,,ნაციონალების" დესტრუქციულ და კომიკურ სახეს - დავით მათიკაშვილი

ხაბეიშვილი ზუსტად გამოხატავს ,,ნაციონალების" დესტრუქციულ და კომიკურ სახეს - ,,ქართული ოცნების" წევრმა, დავით მათიკაშვილმა, ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" დასრულებული შიდა არჩევნების შედეგი შეაფასა.

ფერი ფერსა და მადლი ღმერთსაო - ისე იდეალურად უხდებოდნენ ერთმანეთს პარტია და თავმჯდომარე, როგორც ეს ხაბეიშვილი და ,,ნაციონალური მოძრაობაა", ძნელად წარმოსადგენია. 

ხაბეიშვილი ისე ზუსტად გამოხატავს ,,ნაციონალური მოძრაობის" დესტრუქციულ და კომიკურ სახეს, რომ სხვა თავმჯდომარე ამას ისეთივე წარმატებით ვერ შეძლებდა. - განაცხადა დავით მათიკაშვილმა.

,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" შიდა არჩევნები დასრულდა - პარტიის თრავმჯდომარეობის ერთ-ერთმა კანდიდატმა, ლევან ხაბეიშვილმა, ხმების  52,58% მიიღო, ანუ 21 656-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი. 

მსგავსი სიახლეები