"ნიკა მელია ნამდვილი გმირია, ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს"- სააკაშვილის გზავნილი

30.01.23 12:57
"ნიკა მელია ნამდვილი გმირია, ვულოცავ ლევან ხაბეიშვილს"- სააკაშვილის გზავნილი

საქართველოს მესამე პრეზიდენტის პირველი რეაქცია "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ჩატარებულ შიდა არჩევნების შედეგზე. 

მიხეილ სააკაშვილის გზავნილი "ვივა-მედიდან" დაპატიმრებული პრეზიდენტის დედამ, გიული ალასანიამ გამოიტანა: 

ძალიან დიდ პატივს ვცემო ნიკა მელიას და მიმაჩნია, რომ ის ნამდვილი გმირიაო, მაგრამ დღეს ვულოცავ ლევან ხაბეიშვილსო და ვუსურვებ წარმატებებსო.  აქვს დიდი სურვილი, რომ ახსოვდეს ყველას ის ფაქტი, რომ ძალა ერთობაშია და არავითარი დაშლა"- თქვა გიული ალასანიამ. 

 ენმ-ს ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა - მან ხმების 52.58% მიიღო, ნიკა მელიამ 40%, ნონა მამულაშვილმა 3.73%, გიორგი მუმლაძემ კი 3.68%. 

მსგავსი სიახლეები