ხაბე ხებეებს ჩააცმევს თავის ამომრჩევლებს და მოამზადებს რევოლუციისთვის - დიმიტრი ხუნდაძე

30.01.23 13:08
ხაბე ხებეებს ჩააცმევს თავის ამომრჩევლებს და მოამზადებს რევოლუციისთვის - დიმიტრი ხუნდაძე

,,ქართული ოცნებიდან" ფორმალურად წასული დეპუტატი, დიმიტრი ხუნდაძე, ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" მიმდინარე პროცესებს აფასებს. დიმიტრი ხუნდაძე პროგნოზირებს, რომ ენმ-ს ახლადარჩეული თავმჯდომარე რევოლუციიისთვის მზადებას დაიწყებს.

ხაბე ხებეებს ჩააცმევს თავის ამომრჩევლებს და მოამზადებს რევოლუციისთვის. ვნახოთ, შემდეგი შემოთავაზება რა იქნება მისგან. ,,ნაციონალურ მოძრაობაში" მოსალოდნელი იყო, რომ გაიმარჯვებდა ის ძალა, რომელიც უფრო დესტრუქციულია, უფრო მეტად ყველაფრის მკადრებელია და მისი პატრონებიც და შემსრულებლებიც არიან ამით გამორჩეული - აცხადებს დიმიტრი ხუნდაძე.

ლევან ხაბეიშვილმა პარტიის შიდა არჩევნებში ხმების 52, 58% აიღო და ენმ-ს ტავმჯდომარე გახდა.

მსგავსი სიახლეები