"ჩემს პრაქტიკაში ავადმყოფის ზიარებაზე უარს არასდროს უთქვამთ" - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილთან არ შეუშვეს

30.01.23 13:07
"ჩემს პრაქტიკაში ავადმყოფის ზიარებაზე უარს არასდროს უთქვამთ" - მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილთან არ შეუშვეს

ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი მეუფე ნიკოლოზი კლინიკა "ვივა მედში" მიხეილ სააკაშვილის საზიარებლად მივიდა, თუმცა ის პალატაში არ შეუშვეს. ადმინისტრაციამ მიზეზად კორონავირუსი დაასახელა.

სასულიერო პირის თქმით, არ ახსოვს, რომ ოდესმე ავადმყოფის ზიარებაზე მისთვის უარი ეთქვათ. ამასთან, მეუფე მიიჩნევს, რომ თუკი მესამე პრეზიდენტის გამოჯანმრთელება საქართველოში ვერ ხერხდება, ის სამკურნალოდ საზღვარგარეთ უნდა გაუშვან. 

ასეთი რაღაც მითხრეს, რომ კიდევ უნდა აუღონ ტესტი, PCR და იმის მიხედვით. მე მართალი გითხრათ, არ ვიცი  ეს რას ნიშნავს, იმიტომ, რომ ავად რომ არის მაშინ უნდა ადამიანს ზიარებაც და გამოჯანმრთელებაც და მე მითუმეტეს მზად ვიყავი შევსულიყავი. საზიარებლად ვიყავი მოსული და პირველი შემთხვევაა ჩემს პრაქტიკაში, 30 წელზე მეტია ამას ვაკეთებ და ჩემთვის არასდროს არავის უთქვამს უარი ავადმყოფის ზიარებაზე. მადლობა ღმერთს უშვებენ [გიული ალასანიას]. ადამიანს აქვს უფლება იცოცხლოს და თუ აქ, ამ ქვეყანაში არ ხერხდება, მისი მკურნალობა უცხოეთში უნდა გაგრძელდეს, ამაში დარწმუნებული ვარ,  - თქვა მეუფე ნიკოლოზმა.

მსგავსი სიახლეები