ლევან ხაბეიშვილი ენმ-ს თავმჯდომარეა - რას ამბობს მიხეილ სააკაშვილის ძმა
საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ძმა, ენმ-ში ჩატარებული შიდა არჩევნების შედეგებზე პირველ კომენტარს აკეთებს. გიორგი სააკაშვილის თქმით, მისასალმებელია ძალიან ბევრი ადამიანის სურვილი, რომ ჩართული იყოს საქართველოს მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების პროცესში:
მივესალმები თითეული ადამიანის სურვილს, მაქსიმალურად ჩართული იყოს მიშას გათავისუფლების პროცესში. მე ვიზიარებ მხოლოდ მშვიდობიან პროტესტს, მშვდობიან მიდგომას, ვინაიდან კიდევ ერთხელ გავამახვილებ ყურადღებას, რომ ჩვენ ვართ თანამედროვე სახელმწიფო და უნდა ვიქცეოდეთ, როგორც თანამედროვე მსოფლიოს ნაწილი,- ამბობს გიორგი სააკაშვილი.
ენმ-ს ახალი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა - მან ხმების 52.58% მიიღო, ნიკა მელიამ 40%, ნონა მამულაშვილმა 3.73%, გიორგი მუმლაძემ კი 3.68%.