სააკაშვილის გასათავისუფლებლად ყველაფრისთვის მზად ვართ - ხაბეიშვილის გუნდი
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის, ლევან ხებეიშვილის მხარდამჭერები ამბობენ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტის ციხიდან დასახსნელად "ყველაფრისთვის მზად არიან":
მიხეილ სააკაშვილის გასათავისუფლებლად მზად ვარ ყველაფრისთვის, რადგან ამ ადამიანს არ დაუმსახურებია ის, რა მდგომარეობაშიც აყენებს ცელისუფლება და სირცხვილია ის, რასაც დღეს ვხედავთ. არ ვამართლე ამ უმოქმედობას", - განაცხადა "ტვ პირველთან" დავით კირკიტაძემ.
ხაბეიშვილის გუნდის კიდევ ერთი წევრი, გიორგი ბოტკოველი ამბობს, რომ ახლა ერთობლივი ბრძოლის დროა:
არ აქვს მნიშვნელობა, ვინ მოიგო ან ვინ წააგო, ყველა ადამიანი არის ნაციონალური მოძრაობის წევრი, არის მიხეილ სააკაშვილის თანაგუნდელი. ერთობლივად უნდა გავაგრძელოთ ბრძოლა პირველ რიგში მიხეილ სააკაშვილის გადარჩენისთვის, ესაა მთავარი. გეგმებზე ისაუბრებს ლევან ხაბეიშვილი, - თქვა გიორგი ბოტკოველმა.
ირაკლი ნადირაძის თქმით, გამარჯვებას მას შემდეგ იზეიმებენ, რაც მიხეილ სააკაშვილი საპატომროს დატოვებს:
გამარჯვებას მას შემდეგ ვიზეიმებთ, რაც მიხეილ სააკაშვილი იქნება თავისუფალი პუტინის ტყვეობიდან და ეს ქვეყანა იქნება თავისუფალი რუსი ოლიგარქისგან,ამიტომ დაველოდოთ 2 საათს დაველოდოთ ლევანის ბრიფინგს და, რა თქმა უნდა, პირველი გზავნილი იწყება ახლა, პარტია უნდა იყოს ენერგიული, ბრძოლისუნარიანი ისე, როგორც არასდროს. რა თქმა უნდა, კონტრეტული გეგმა აქვს ლევან ხაბეიშვილს, 2 საათზე იქნება ბრიფინგი,- განმარტა ირაკლი ნადირაძემ.