,,ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილმა - მიხეილ დაუშვილი
პარტიის ,,საქართველოსთვის" ერთ-ერთი ლიდერი, მიხეილ დაუშვილი, მიიჩნევს, რომ ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობის" შიდა არჩევნებში ივანიშვილმა გაიმარჯვა, რადგან ყველაზე დიდ ოპოზიციურ პარტიაში პროცესები სწორედ ხელისუფლებისთვის სასარგებლოდ წარიმართა.
გახარიას გუნდი მიიჩნევს, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას" აღარ აქვს შესაძლებლობა და სურვილი, ,,ოცნება" დაამარცხოს და ოპოზიციაში გადაიყვანოს.
ჩვენთვის არავითარი მნიშვნელობა არ აქვს, ვინ გაიმარჯვა ,,ნაციონალური მოძრაობის" არჩევნებში და ვინ გახდა თავმჯდომარე.
ჩემი აზრით, კიდევ ერთხელ გამოჩნდა და ცხადი გახდა ფაქტი, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობას" არც უნარი აქვს, არც შესაძლებლობა და უკვე არც სურვილი, ,,ქართული ოცნება" და ბიძინა ივანიშვილი ხელისუფლებიდან ოპოზიციაში გადაიყვანოს.
შესაბამისად, ამ არჩევნებში აქედან გამომდინარე, გაიმარჯვა ბიძინა ივანიშვილმა. ეს რეალობაა - განაცხადა მიხეილ დაუშვილმა.
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" შიდა არჩევნებში ხმების უმრავლესობა ლევან ხაბეიშვილმა მოიპოვა.