ვთმობ ენმ-ს საორგანიზაციო მდივნის თანამდებობას, ვრჩები პარტიის რიგებში - ბაჩო დოლიძე
ენმ-ს საორგანიზაციო მდივნმა თანამდებობა დატოვა- განცხადება ბაჩო დოლიძემ ციოტა ხნის წინ გააკეთა, თუმცა იქვე დასძინა, რომ პარტიის რიგებში რჩება:
მე პირადად, არ ვაპირებ ჩასაფრებულ პოზიციაში ყოფნას იმ გუნდთან, რომელიც დღესაა არჩეული, მაგრამ ასევე თქვენ იცით, რომ მე ვიკავებ საორგანიზაციო მდივნის პოზიციას, რომელსაც დღესვე ვთმობ, იქიდან გამომდინარე , რომ მოგებულ კანდიდატს უნდა ჰქონდეს შესაძლებლობა, დააკომპლექტოს ის გუნდი, რომელიც მისი აზრით, უნდა იყოს წინა პლანზე. ეს ბუნებრივია, არავინ ჩათვალოს ჩემი გადადგმული ნაბიჯი ბოიკოტად. მე ვრჩები პარტიის რიგებში, ვაგრძელებ ბრძოლას იმ რეჟიმთან, რომელსაც ჰქვია ქართული ოცნება, - ამბობს ბაჩო დოლიძე.
"ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა, მან ხმების 52,58% მიიღო, ანუ 21 656-მა ამომრჩეველმა დაუჭირა მხარი.
ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილიმა პოლიტიკური თანამდებობები დატოვეს, თუმცა ისინი ამბობენ, რომ პარტიის წევრებად რჩებიან.
განცხადებები თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადებები კობა ნაყოფიამ, აკაკი მინაშვილმა, გიორგი პატარაიამ აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძემ გააკეთეს.