მოსამართლემ სააკაშვილის საქმეზე სამხარაულის დასკვნა საქმის მასალებს დაურთო

30.01.23 13:37
მოსამართლემ სააკაშვილის საქმეზე სამხარაულის დასკვნა საქმის მასალებს დაურთო

მოსამართლე გიორგი არევაძემ პენიტენცურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და სააკაშვილის საქმეზე სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ მომზადებული დასკვნა საქმეს მტკიცებულებად დაურთო.

მოსამართლის განმარტებით, ექსპერტიზის დასკვნის წარდგენის შესაძლებლობა ორივე მხარეს უნდა ჰქონდეს.
 

ასეთ შემთხვევაში მე ვფიქრობ, რომ მხარეებს უნდა მიეცეთ შესაძლებლობა წარმოადგინონ მათი მოსაზრებები, იმიტომ, რომ ამ შემთხვევაში საუბარია სპეციალური ცოდნის მქონე ადამიანების მიერ გაკეთებულ განმარტებაზე. მათ უნდა მიეცეთ შესაძლებლობა როგორც ერთ მხარეს, ისე მეორე მხარეს, რომ დაიხმარონ ან მოიშველიონ სპეციალური ცოდნის მქონე პირების განათლება და სპეციალობა. შესაბამისად, ვფიქრობ, რომ წარმოდგენილი დასკვნა უნდა დაერთოს საქმეს, - თქვა მოსამართლემ. 

ადვოკატების შეფასებით, აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ მიკერძოების ფაქტი დაუშვა.

ადვოკატები დღევანდელ სხდომაზე ლევან სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს ექსპერტების აცილებას ითხოვდნენ, რადგან მიაჩნდათ, რომ ისინი მიკერძოებულები იყვნენ. 

 

მსგავსი სიახლეები