თქვენი არჩევნები გაყალბდა და დატოვეთ პარტია - იაგო ხვიჩიას ,,ნაცმოძრაობას"

30.01.23 13:40
 თქვენი არჩევნები გაყალბდა და დატოვეთ პარტია - იაგო ხვიჩიას ,,ნაცმოძრაობას"

მათი არჩევნები გაყალბდა - ,,გირჩის" ლიდერი მოუწოდებს ენმ-ს წევრებს, დატოვონ პარტია.

ამის თქმის საფუძველს იაგო ხვიჩიას აძლევს ის მტკიცებულება, რაც მისმა თანაპარტიელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა და სადაც ჩანს, როგორ იღებს ,,ნაციონალური მოძრაობის" შიდა არჩევნებში მონაწილეობას სხვა პარტიის წარმომადგენელი.

,,ნაციონალური მოძრაობის" წევრებს მოვუწოდებ, დაინახონ ის, რომ მათი არჩევნები გაყალბდა და შესაბამისად, დატოვონ პარტია. ამის თქმის საფუძველს მაძლევს თუნდაც სანდრო რაქვიაშვილის ფეისბუქგვერდზე დადებული ვიდეო, სადაც ჩანს, როგორ აძლევს სხვა პარტიის ლიდერი, პარლამენტის წევრი, ხმას ერთ-ერთ კანდიდატს. 

წარმოიდგინეთ, თუ ასეა არჩეული ენმ-ს თავმჯდომარე, ხომ შეიძლება, ის ქოცების არჩეული იყოს? - ამბოს ,,გირჩის ლიდერი, იაგო ხვიჩია.

მსგავსი სიახლეები