გადაიყვანეთ სააკაშვილი რეანიმაციაში, ძვალი და ტყავი დარჩა! - ადვოკატები მოსამართლეს
ადვოკატებმა მოსამართლეს მიხეილ სააკაშვილის რეანიმაციაში გადაყვანა მოსთხოვეს. "ძვალი და ტყავი დარჩა" - უთხრა გიორგი არევაძეს ექსპრეზიდენტისიურისტმა სასამართლო პროცესზე.
ინტერესების დამცველებმა მოსამართლეს შესთავაზეს "ვივა-მედში" გასვლითი სხდომა ჩანიშნოს და პატიმარი პრეზიდენტის მდგომარეობა საკუტარი თვალით ნახოს.
ყველა ცდილობს გამორიცხოს მონაწილეობა იმაში, რომ მიხეილ სააკაშვილი მოწამლულია. არადა, არავინ ფიქრობს იმაზე, რომ მსჯავრდებული დაუყოვნებლივ და სასწრაფოდ იქნეს გადაყვანილი ინტოქსიკაციის კლინიკაში, სადაც მას დეინტოქსიკაციის მომსახურება გაეწევა. ჩვენ მივმართავთ სასამართლოს, რომ გამოიტანოს განჩინება და მიხეილ სააკაშვილი სასწრაფოდ იქნეს გადაყვანილი ინტოქსიკაციური პროფილის სამედიცინო დაწესებულებაში ან კიდევ იმავე კლინიკის რეანიმაციის განყოფილებაში, სადაც მოწვეულები იქნებია ექიმი ტოქსიკოლოგები და დაიწყება მისი დეინტოქსიკაციის პროცესი. დარჩა ძვალი და ტყავი, - თქვა ვალერი გელბახიანმა პროცესზე.