ვტოვებ თანამდებობას, ვრჩები პარტიაში - გიორგი პატარაია
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, გიორგი პატარაიამ, თანამდებობა დატოვა.
გიორგი პატარაია ამბობს, რომ ის პარტიაში რჩება, გამარჯვებულ კანდიდატს კი წარმატებას უსურვებს:
მე გახლდით საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივანი, მე ამ პოზიციას ვტოვებ, მაგრამ პარტიაში ვრჩები. იმ პარტიაში, რომელშიც მოვედი 2001 წელს.
ჩემთვის ეს პარტია მნიშვნელოვანია, გამარჯვებულ კანდიდატს ვუსურვებ წარმატებას, ვუსურვებ, მალე მოხდეს ცვლილები ქვეყანაში. ვიქნები ყველგან, სადაც საჭირო იქნება ჩემი ყოფნა დემოკრატიის განვითარებისთვის, მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლისთვის ბრძოლისთვის.
ვიმეორებ, ვრჩები პარტიაში და ,,ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოში,- განაცხადა გიორგი პატარაიამ.
ცნობისთვის, ენმ-ს შიდაპარტიულ არჩევნებში, ლევან ხაბეიშვილის გამარჯვების შემდეგ, „ნაციონალური მოძრაობის“ მოქმედი პოლიტსაბჭოს წევრების ნაწილიმა პოლიტიკური თანამდებობები დატოვეს, თუმცა ისინი ამბობენ, რომ პარტიის წევრებად რჩებიან.
განცხადებები თანამდებობების დატოვების შესახებ განცხადებები კობა ნაყოფიამ, აკაკი მინაშვილმა, ბაჩო დოლიძემ, ასევე აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი კირთაძემ გააკეთეს.