ნაცები მთლიანად ჩაბარდნენ ,,ოცნებას", არჩევნები ენმ-ში გაყალბდა - სანდრო რაქვიაშვილი
პარტია ,,გირჩის" ლიდერები ამტკიცებენ, რომ ,,ნაციონალურ მოძრაობაში" არჩევნები გაყალბდა. მათი ინფორმაციით, არ მუშაობდა ამომრჩეველთა ფილტრი, კენჭისყრაში კი მონაწილებდნენ სახელისუფლებო ტროლები, ბოტები და ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები.
სანდრო რაქვიაშვილმა დღეს პირდაპირ თქვა, რომ ,,ქართულმა ოცნებამ" კონტროლი დაამყარა ,,ნაციონალურ მოძრაობაზე".
ირკვევა, რომ ,,გირჩის" დეპუტატებმა ექსპერტიმენტიც ჩაატარეს და ,,ნაცმოძრაობის" პარტიულ მარათონში მონაწილეობა მიიღეს. მათ წარმატებით გაიარეს რეგისტარციის პროცედურა და ხმაც მისცეს, რისი ამსახველი ვიდეოკადრები მათ გამოაქვეყნეს.
ეს საბოლოო ჯამში იმიტომ გავაკეთე, რომ დამემტკიცებინა, ეს ყველაფერი ტყუილი იყო. რომ არანაირი ფილტრი არ იყო.
თუმცა, თავად რომ არ გაევრცელებინათ ეს ტყუილი, ამას არ გავაკეთებდი, რადგან ეს არის მათი შიდა პარტიული საქმე.
თვითონ დაიწყეს საუბარი, რომ ამომრჩევლები გაფილტრულია და სანდოა, რათაც ეტალონია, როგორ უნდა ჩატარდეს არჩევნები, მერე ჩემი თანაგუნდელი, ვახო მეგრელიშვილი, მოიყვანეს მაგალითად, რომ ის გაფილტრეს. ესეც ასევე ტყუილი იყო, რადგან ვახომაც მისცა ხმა.
შეუძლებელი იყო, რომ იქ მხოლოდ ,,ნაცმოძრაობის" ამომრჩეველი ყოფილიყო რეგისტრირებული, მეტიც, ყველაზე დიდი რესურსი ფეისბუქის დაორგანიზების ,,ქართულ ოცნებას" აქვს.
1000 ხმაც კი წყვეტდა მეორე ტურს, მაგალითად. სულ 1000 ბოტიც რომ ყოფილიყო ,,ოცნების", სხვა შედეგი დადგებოდა. ამიტომ შეგვიძლია, დანამდვილებით ვთქვათ, რომ ,,ნაცმოძრაობის" თავმჯდომარე არჩეულია ,,ქართული ოცნების" მხრიდან.
ოღონდ სააკაშვილი გამოუშვან ციხიდან, ,,ნაცები" მთლიანად ჩაბარდნენ ,,ქართულ ოცნებას". ეს კარგ შემთხვევაში, ცუდ შემთხვევაში კი უბრალოდ ჩაბარდნენ და არაფერი არ მიირეს.
არ ვიცი, ვინ იქნება რეალურად პარტიის მმართველი, სეიძლება, ირაკლი კობახიძე აძლევდეს ბრძანებებს, ისეთი სიტუაცია დალაგდეს - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.