მთავარი საკითხი პარტიის ფინანსური გამჭვირვალობა უნდა იყოს - მუმლაძე
ლევან ხაბეიშვილს ენმ-ს შიდა პარტიულ არჩევნებში გამარჯვება გიორგი მუმლაძემაც მიულოცა. მუმლაძე მზადაა ახლადარჩეულ თავმჯდომარესთან აქტიურად ითანამშრომლოს და ამბობს, რომ მნიშვნელოვანია, პარტიის საქმიანობაში ფინანსური გამჭვირვალობა იყოს.
მე ვახსენე ფინანსური გამჭვირვალობა პარტიის საქმიანობაში. ეს უნდა გახდეს ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომლითაც ის მითქმა-მოთქმა დასრულდება და მეტი ადამიანი გაიგებს სიმართლეს პარტიის შემოსავლებთან და ხარჯებთან დაკავშირებით. სანდოობის ნაწილში მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიცოდეთ, რას ვფლობთ, რას ვხარჯავთ, რა შემოსავალი გვაქვს.მე არ მაქვს რამე ფაქტი, ვთქვა, რომ რამე არასწორად დაიხარჯა, თუმცა ჩვენს მხარდამჭერებს რომ არ გაუჩნდეთ ეს აღქმები, ყველამ უნდა იცოდეს სიმართლე, ეს უნდა იყოს გამწვირვალე, არაფერი გვაქვს დასამალი, - თქვა მუმლაძემ.