,,ოცნება" ტაქტიკურად დამარცხდა - ისეთი მტერი, როგორიც ხაბეიშვილია, უნდა ინატრო - გია ხუხაშვილი

30.01.23 16:31
,,ოცნება" ტაქტიკურად დამარცხდა - ისეთი მტერი, როგორიც ხაბეიშვილია, უნდა ინატრო - გია ხუხაშვილი

პოლიტოლოგ გია ხუხაშვილს მიაჩნია, რომ ხელისუფლებამ ,,ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" ერთგვარი ,,ტრიუკი" ჩაატარა, მაგრამ დამარცხდა. 

პოლიტოლოგი აცხადებს, რომ ცივილიზებული დასავლეთი ლევან ხაბეიშვილის მიმართ სკეპტიზიმს გამოიჩენს.

როგორც ყოველთვის ,,ნაცმოძრაობაში" ჩატარებული “ტრიუკით” ხელისუფალმა მიაღწია ტაქტიკურ გამარჯვებას, მაგრამ ჩემის აზრით სტრატეგიულად დამარცხდა.
ტაქტიკურ გამარჯვებას იმიტომ, რომ ისეთი ”მტერი”, როგორიც ხაბეიშვილია, უნდა ინატრო, პოლიტიკური პროცესის რადიკალიზაციისა და “კეთილის ბოროტზე” გამარჯვების დადგმისთვის.
კუნთების თამაშში ყოველთვის ის იგებს, ვისაც მეტი რესურსი აქვს. ამ კაცმა კი სხვა არაფერი იცის და ყოველთვის “გაილახება”. თავი რომ დავანებოთ დასავლეთის მხრიდან მის მიმართ სრულიად აშკარა სკეპტიციზმს.
ხელისუფალი სტრატეგიულად დამარცხდა, რადგან ,,ნაცმოძრაობამ" დაკარგა ორბიტალური მიზიდულობა და შესაბამისად უაზრო გახადა,, ოცნების" მთავარ იარაღი - “შუას გაკრეფით” მიღებულ ორპოლუსიანობა.
ახლა სხვა პარტიებისთვის ნაცების ძახება უკვე აბსურდია. არც არავინ ითანამშრომლებს ამ თავმჯდომარის პირობებში. შესაბამისად, ფრონტის ხაზი გაიშლება და მულტი-პარტიულ ვითარებაში კარგად აპრობირებული პროპაგანდისტული მატრიცა გამოუსადეგარია
- წერს სოციალურ ქსელში გია ხუხაშვილი.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარის არჩევნებში ლევან ხაბეიშვილმა 52,58%-ით გაიმარჯვა.  

მსგავსი სიახლეები