სახეზეა დადასტურებული კახექსია და მალაბსორბციის სინდრომი - მედიკოსი სააკაშვილზე
სახეზეა დადასტურებული კახექსია და მალაბსორბციის სინდრომი - ეს დიაგნოზები პრეზიდენტ სააკაშვილს ლევან ლაბაურმა დაუსვა. გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ამბობს, რომ ჯანმრთელობის ასეთი სიმძიმის მქონე პაციენტის ციხეთა სისტემაში დატოვება დანაშაულია.
სახეზეა დადასტურებული კახექსია და მალაბსორბციის სინდრომი. აუცილებელია კვალიფიციური მკურნლობის ჩატარება, სააკაშვილის ხელოვნურ კვებაზე გადაყვანა, რადგან ის ახლა მხოლოდ 69 კილოს და ას გრამს იწონის. - აცხადებს ქართველი მედიკოსი.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მიხეილ სააკაშვილის პროცესი გაიმართა. დღეს მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ჩვენება მედიკოსებმა მისცეს.