"ხელოვნურად დაგეგმილი აქციები ეფექტური არ არის " - რა გეგმა აქვს გამარჯვებულ გუნდს სააკაშვილის გადასარჩენად

30.01.23 17:06
"ხელოვნურად დაგეგმილი აქციები ეფექტური არ არის " - რა გეგმა აქვს გამარჯვებულ გუნდს სააკაშვილის გადასარჩენად

 ზოგადი გეგმაა, რომ პარტია უნდა იყოს ძლიერი -  ასე პასუხობს პეტრე ცისკარიშვილი "ტვ პირველის" ჟურნალისტის კითხვაზე, რა გეგმა აქვს გამარჯვებულ გუნდს სააკაშვილის გადასარჩენად. 

ცისკარიშვილი ამბობს, რომ ხელოვნურად დაგეგმილი აქციები ეფექტური არ არის: 

ზოგადი გეგმაა, რომ პარტია უნდა იყოს ძლიერი - "ნაციონალური მოძრაობა" თავისი წევრებით, შემადგენლობით, ინფრასტრუქტურით, საზღვარგარეთ წარმომადგენლობით, ემიგრანტების ჩართულობით, დასავლელ პარტნიორებთან ურთიერთობით, ყველა ასპექტში უნდა იყოს გაძლიერებული. 

ხელოვნურად დაგეგმილი აქციები იმდენად ეფექტური არ არის, რამდენადაც ბუნებრივად, როდესაც ეს მოდის ხალხისგან, შენი აქტივისტებისგან, რომელიც გაცილებით მრავალფერიოვანი და მრავალრიცხოვანია. 

დარწმუნებული ვარ რომ ის (ლევან ხაბეიშვილი) შეძლებს, იაქტიუროს იმ დონემდე, რომ აქციებს, პროტესტს, ხალხის ქუჩაში გამოსვლას შესაბამისი შედეგები ჰქონდეს და არ იყოს შეკრება, მხოლოდ რამდენიმე საათით შეკრებისთვის"- აცხადებს პეტრე ცისკარიშვილი. 

მსგავსი სიახლეები