მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 1 თებერვალს გაიმართება

30.01.23 17:56
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 1 თებერვალს გაიმართება

საქართველოს მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესი 1 თებერვალს, 12:30 საათზე, გაიმართება. გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი არევაძემ რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის პროცესზე დღეს გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ლევან ლაბაური გამოიკითხა. რომელმაც დაადასტურა, რომ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება.

დღესვე მოსამართლე გიორგი არევაძემ მესამე პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სამხარაულის ექსპერეტიზის დასკვნა დასაშვებად ცნო.

მსგავსი სიახლეები