არჩევნები დასრულდა - ხაბეიშვილმა ამომრჩევლებს უნდა დაუმტკიცოს, რომ სააკაშვილს გაათავისუფლებს

30.01.23 18:48
არჩევნები დასრულდა - ხაბეიშვილმა ამომრჩევლებს უნდა დაუმტკიცოს, რომ სააკაშვილს გაათავისუფლებს

არჩევნები დასრულდა, ნიკა მელიამ  მართვის სადავეები  მის შემცვლელს უკვე გადააბარა.  ლევან ხაბეიშვილს ძალიან ცოტა დრო აქვს, საკუთარ ამომრჩეველს დაუმტკიცოს, რომ სააკაშვილს ნამდვილად გაათავისუფლებს, რადგან  ეს იყო მისი მთავარი დაპირება.  

როგორ მოახერებს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას, ხაბეიშვილის გუნდმა ჯერ არ იცის. ახალი თავმჯდომარის არჩევიდან რამდენიმე საათში პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა, რომ წინასწარ დაგეგმილი საპროტესტო აქციები  არ იქნება და ხალხი ქუჩაში თავისით უნდა გამოვიდეს.  
ნიკა მელია სააკაშვილის გათავისუფლებამდე პარტიიდან წასვლას არ აპირებს, ლევან ხაბეიშვილს კი უსურვებს,  ,,ნაციონალური მოძრაობა" ღირსებითა და სიმართლით მართოს. 

უფრო ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.

 

 

მსგავსი სიახლეები