ენმ-ში რეორგანიზაცია დაიწყო - ვინ მიდის და ვინ რჩება ,,ნაციონალურ მოძრაობაში"
არჩევნების შედეგების გამოცხადებიდან მალევე ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობაში" თანამდებობის პირებმა კაბინეტები დაცალეს.
ნიკა მელიას მხარდამჭერებმა ხაბეიშვილს ფაქტობრივად ცარიელი ოფისი დაუტოვეს და მისცეს საშუალება, პოსტებზე საკუთარი კანდიდატები წარადგინოს.
პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, კობა ნაყოფია, მისი მოადგილე და პოლიტიკური მდივანი, აკაკი მინაშვილი, საორგანიზაციო მდივანი, ბაჩო დოლიძე, პრეს-სამსახურის ხელმძღვანელი, გიორგი პატარაია, აჭარის ორგანიზაციის თავმჯდომარე, გიორგი კირთაძე - ეს ის პოლიტიკური ლიდერები არიან, რომლებმაც არჩევნების შედეგების გამოცხადებისთანავე თანამდებობები დატოვეს. ყველა მათგანი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებამდე პარტიაში რჩება.
სწორედ მიხელ სააკაშვილის ფაქტორის გამო მელიას თანაგუნდელებმა დღეს მხოლოდ თანამდებობები დატოვეს და არა პარტიის მანდატები.
უფრო ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.