,,გირჩი" ამტკიცებს, რომ ენმ-ში არჩევნები გაყალბდა

30.01.23 19:05
,,გირჩი" ამტკიცებს, რომ ენმ-ში არჩევნები გაყალბდა

გაყალბდა თუ არა არჩევნები ,,ნაციონალურ მოძრაობაში"?   ,,გირჩის" ლიდერები, რომლებმაც ექსპერიმენტი ჩაატარეს, ამტკიცებენ, რომ  არ მუშაობდა ამომრჩეველთა ფილტრი,  ხმის მიცემის პროცედურაში  კი მონაწილებდნენ სახელისუფლებო ტროლები, ბოტები და ,,ქართული ოცნების" მხარდამჭერები.  

ვიდეო მტკიცებულება ,,გირჩის" ერთ-ერთმა ლიდერმა, სანდრო რაქვიაშვილმა, გაასაჯაროვა, რითაც სცადა ჩვენება, რომ  მან და ვახტანგ მეგრელიშვილმა რეგისტარციაც გაიარეს და   კენჭისყრაშიც მიიღეს მონაწილეობა. 

,,ქართულ  ოცნებაში" კი სიხარულს არ მალავენ, რადგან არჩევნები მათი სასურველი შედეგით დასრულდა. ამტკიცებენ, რომ   ხაბეიშვილის თავმჯდომარეობა ნიშნავს ,,ნაციონალური მოძრაობის" დაშლას.

რა იცვლება სხვა ოპოზიციური პარტიების შემთხვევაში? - ლევან ხაბეიშვილის თავმჯდომარეობის პირობებში ,,ლელო" ენმ-თან თანამშრომლობის რესურსს ვეღარ ხედავს, გიორგი გახარიას გუნდში კი დარწმუნებულები არიან, რომ  ხაბეიშვილის გამარჯვება მათ პარტიას  გააძლიერებს.

უფრო ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.

 

 

მსგავსი სიახლეები