სააკაშვილს ნებისმიერ დროს შესაძლოა, დაეწყოს პოლიორგანული უკმარისობა და გული გაუჩერდეს - ექსპერტი
მიხეილ სააკაშვილს ნებისმიერ მომენტში შესაძლოა, ორგანოების გათიშვა დაეწყოს და გული გაუჩერდეს - მესამე პრეზიდენტის სასამართლო პროცესზე ენდოკრინოლოგი ლევან ლაბაური დღეს მოსამართლეს უმტკიცებდა, რომ მსჯავრდებული პაციენტის მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა.
გერმანიაში მოღვაწე ქართველი მედიკოსის ინფორმაციით, სააკაშვილს აქვს მძიმე კახექსია, რადგან საწყისი წონის 40 პროცენტით ნაკლებს იწონის. რამდენიმე დღეში კი სავარაუდოდ დაიწყება პოლიორგანული უკმარისობა.
ამ მდგომარეობამდე არასწორი მკურნალობის გამო მივიდა - ამტკიცებს ექიმი.
სხდომათა დარბაზში მოსმენილი ამ მძიმე ამბების გადაფარვას დღეს ტრადიციული ფორმით ცდილობდნენ პენიტენციურის იურისტები.
ვერ ჭამს თუ არ ჭამს?- ამ კითხვით მიმართავდა პენიტენციურის ადვოკატები მედიკოსებს, თუმცა არასასურველი პასუხების მოსმენა რატი ბრეგაძის წარმომადგენლებს რამდენჯერმე მოუწიათ. სააკაშვილი ვერ ჭამს, საკვების არმიღება კი სუიციდის გამო გამორიცხულია. ამიტომ რჩება ერთდაერთი გზა, მას საკვები ნივთიერებები შესაძლოა გადასხმით საშუალებით მიაწოდონ.
ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.