ოპოზიცია ევროინტეგრაციის გზაზე ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორია - ირაკლი ღარიბაშვილი

30.01.23 19:44
ოპოზიცია ევროინტეგრაციის გზაზე ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორია - ირაკლი ღარიბაშვილი

ევროინტეგრაციის გზაზე ერთადერთი ხელისშემშლელი ფაქტორი ოპოზიციაა - ამის დარწმუნებას ცდილობდა დღეს ირაკლი ღარიბაშვილი ავსტრიის კანცლერთან შეხვედრის დროს.

პრემიერმა დღეს განაცხადა, რომ ევროკომისიის 12 რეკომენდაციას საქართველოს ხელისუფლება ზედმიწევნით ასრულებს, თუმცა, რაც შეეხება პოლარიზაციის დასრულებას, ეს უკვე ოპოზიციის გარეშე წარმოუდგენელია.

ოპოზიციისთვის დიალოგის კარი მუდმივად ღიაა - განუცხადა ღარიბაშვილმა დღეს ავსტრიელ კოლეგას.
თვალთმაქცობა ევროპელების წინაშე - ეს უკვე ოპოზიციის შეფასებებია. ხელისუფლების ოპონენტები აცხადებენ, რომ რეკომენდაციების შესრულების კუთხით ,,ქართულ ოცნებას" სრული ჩავარდნა აქვს და ახლა ცდილობს, ისრები ოპოზიციაზე გადაიტანოს.

ვრცლად იხილეთ სიუჟეტი.

 

 

 

მსგავსი სიახლეები