კობა ნაყოფიამ ენმ-ს პოლიტსაბჭოს თავმდომარის პოსტი და პოლიტსაბჭოც დატოვა
კობა ნაყოფიამ ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" პოლიტსაბჭოს ხელმძღვანელის პოსტიც და პოლიტსაბჭოც დატოვა. ინფორმაცია,,პირველებისთვის" ცოტა ხნის წინ გახდა ცნობილი.
როგორც ნაყოფიამ განაცხადა, რჩება პარტიის რიგით წევრად, ხოლო როცა მიხეილ სააკაშვილი გათავისუფლდება და მის სიცოცხლეს საფრთხე არ დაემუქრება, ის იფიქრებს, დარჩეს თუ არა ,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" რიგებში.
'